Thumbnail

ზვერევი ჩემპიონია! ჯოკოვიჩი ფედერერს ვერ გაუთანაბრდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ალექსანდერ ზვერევი 6:4, 6:3 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • ზვერევი პირველი გერმანელია, რომელმაც ბოლო 15 წელში შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდერ ზვერევი შეხვდნენ ერთმანეთს. სერბ ჩოგბურთელს შანსი ჰქონდა, რომ ფინალის მოგებით როჯერ ფედერერს გათანაბრებოდა, რომელსაც ეს ტიტული 6-ჯერ აქვს მოგებული.

ალექსანდერ ზვერევმა მეტოქეს პირველ სეტში 6:4 აჯობა. 4:4-ზე ჯოკოვიჩმა მოწოდება დათმო და სეტიც წააგო. ზვერევს მეორე სეტში საქმე გაუადვილდა, 'ნოლე' 3-ჯერ დამარცხდა საკუთარ მოწოდებაზე და მეორე სეტში 6:3 დამარცხდა.

ალექსანდერ ზვერევი პირველი გერმანელია, რომელმაც ბოლო 15 წელში შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ალექსანდერ ზვერევი მესამე გერმანელია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. გერმანელებიდან შემაჯამებელი ტურნირი მიხაელ შტიხსა და ბორის ბეკერს ჰქონდათ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები