Thumbnail

ჯარი და eSports - აშშ ახალ პროგრამას იწყებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • აშშ-ის ჯარის პრიორიტეტებში ელექტრონული სპორტი მოხვდა
  • თამაში, რომელზეც არმია აქცენტს გააკეთებს Fortnite-ა

ამერიკის შეერთებული შტატების არმია ახალ პროგრამას იწყებს, რათა eSports ენთუზიასტები და პროფესიონალი მოთამაშეები მიიზიდოს.

სერჟანტმა რაიან მოქსმა 'რედიტზე' დაწერა, რომ ჯარში ორი ახალი გუნდი შეიქმნება, რომელთაგანაც ერთი ელექტრონული სპორტის იქნება. 

მოქსმა თქვა, რომ ახალი პროგრამის მიზანი არმიის შესახებ ცნობადობის გაზრდაა. რა თქმა უნდა, ჯარისკაცებს eSports ტურნირებშიც მოუწევთ მონაწილეობას მიღება. დამატებითი მოტივაციისთვის კი მათ ამერიკის ჯარის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიების ტესტირების საშუალება მიეცემათ.

'ჯარისკაცებს ნამდვილად აქვთ იმის სურვილი, რომ პროფესიონალურ eSports-ში ჩაერთონ. ეს ინიციატივა კი ჯარისკაცებს ახალგაზრდებისთვის უფრო ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებად აქცევს.' - განაცხადა მოქსმა.

ერთ-ერთი თამაში, რომელიც პროგრამის ნაწილი აუცილებლად იქნება Fortnite-ა. სხვა თამაშის სახელები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რედიტის პოსტის მიხედვით არმიის eSports გუნდის წევრები სხვა ჯარისკაცების მსგავსად მიიღებენ წოდებას, ხელფასს და ბენეფიტებს. 

პროგრამაში დარეგისტრირება მარტივია და ამისთვის ორი გზა არსებობს - ერთი მოქმედი ჯარისკაცებისთვის, რეზერვისტებისთვის და ვეტერანებისათვის, ხოლო მეორე კი ყველასთვის, ვისაც ამ ეტაპზე ჯართან შეხება არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები