Thumbnail

ინგლისი ჯგუფის გამარჯვებულია - დრამატული მატჩი ხორვატიასთან უემბლიზე!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისი 2:1 ხორვატია
  • 0:1 კრამარიჩი (57), 1:1 ლინგარდი (78), 1:2 კეინი (85)

ინგლისის ნაკრებმა დღეს უემბლიზე ხორვატიას უმასპინძლა და ერთა ლიგის ჯგუფის მეტოქე სახლში მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა. კრამარიჩის გოლის შემდეგ, ინგლისი აგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსული ლინგარდის გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

საუთგეიტის ნაკრები ხორვატებს წელს უკვე მესამედ დაუპირისპირდა - მუნდიალის ნახევარფინალში ინგლისელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით - 2:1 დამატებით დროში დათმეს. რიეკაში გამართული ერთ ლიგის შეხვედრა, რომელიც მაყურებლების გარეშე ჩატარდა, ბრიტანელების დიდი უპირატესობის მიუხედავად ფრედ - 0:0 დასრულდა.

ინგლისი მთელი მატჩი დომინირებდა, პირველ ტაიმში გოლის გატანა რაჰიმ სტერლინგს, მარკუს რაშფორდს და გუნდის კაპიტანს ჰარი კეინს შეეძლოთ, რომელმაც დღეს მაინც გაიტანა და ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფი მოაგებინა.

კეინს კოლუმბიასთან, მუნდილის მერვედფინალში გატანილი პენალიტს შემდეგ, ნაკრებში შედეგიანი მატჩი აღარ ჰქონია. ეს ყველაზე დიდი უგოლო პერიოდი (7 მატჩი) იყო ტოტენჰემელის სანაკრებო ისტორიაში. საბოლოოდ კაპიტანმა, 85' წუთზე მატჩი გადაარჩინა და ხორვატების B დივიზიონში დაქვეითებას შეუწყო ხელი.

ტოტენჰემის და ნაკრების ლიდერმა, პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ბურთი კარში ჩაჭრა, რომელსაც ჯესი ლინგარდმა დაამატა და იუნაიტედის შემტევმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ 4 მატჩის შემდეგ, ინგლისს 7 ქულა დაუგროვდა, ხოლო ჯგუფში მეორე ადგილზე ლუის ენრიკეს ესპანეთია, რომელსაც 6 ქულა აქვს.

📣 გარი ლინეკერი: მომწონს ერთა ლიგა, მომწონს დღევანდელი ინგლისი, მომწონს დღევანდელი ინგლისის მწვრთნელი, მომწონს ჩვენი ახალგაზრდები და მომწონს ის მომავალი, რაც ამ ახალგაზრდებს აქვთ!

კომენტარები

ბოლო ამბები