Thumbnail
  • ბარსელონას მენეჯერმა ნეიმარზე ილაპარაკა
  • სეგურას თქმით, ბრაზილიელის დაბრუნება გამორიცხული არ არის
  • ნეიმარისთვის მადრიდის რეალიც იბრძოლებს

ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ისედაც ხშირად იწერება, ახლა კი, გავრცელებულ ცნობებს ისიც დაემატა, რომ კატალონიური გრანდის მენეჯერმა პეპ სეგურამ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილიელის “ნიუ კამპზე” დაბრუნება რეალურია.

“თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ მიუხედავად იმისა, რაც გაგვიკეთა, ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელიც უნდა გადმოვიდეს, მაშინ ეს ასეც მოხდება,” - განაცხადა სეგურამ.

ცვლილებების დროა? ამბობენ, ნეიმარი პსჟ-ში ბედნიერი არ არისო

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბარსელონა შარშან, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდა. ამბობენ, რომ ბრაზილიელი პარიზულ გრანდში ბედნიერი არ არის. ბოლო დროს ფრანგული მედია წერს, რომ ნეიმარს გუნდის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელთან საკმაოდ ხშირად აქვს უთანხმოება, ბოლოს კი ისევ თანაგუნდელ ედინსონ კავანისთან იჩხუბა.

ბოლო დღეებში ასევე ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ 26 წლის ნეიმარისთვის მადრიდის რეალიც იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები