Thumbnail
  • სამოასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში სამმა დებიუტანტმა ითამაშა
  • თედო აბჟანდაძის, ბექა გიგაშვილისა და გურამ გოგიჩაშვილის კომენტარები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე პირველი შეხვედრა მოიგო. 'ბორჯღალოსნებმა' სამოას 27:19 სძლიეს. მილტონ ჰეიგმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ნაკრების დებიუტანტებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს შეხვედრის მიმდინარეობა. ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი თედო აბჟანდაძეს, გურამ გოგიჩაშვილსა და ბექა გიგაშვილს ჰქონდათ. სამივე მორაგბემ ჩვენთან მატჩის მნიშვნელობასა და პირველ სანაკრებო კეპზე ისაუბრა.

ნაკრების სამი დებიუტანტი და 50-ე კეპის მფლობელი თაზო მჭედლიძე
ფოტები: Georgian Rugby

გურამ გოგიჩაშვილი: 'უპირველეს ყოვლისა, ამაყი ვარ, რომ ამ ნაკრებში თამაში მომიწია. ეს ჩემი პირველი სანაკრებო კეპია. ისეთი გახარებული ვარ, რომ სიტყვები არ მყოფნის. ძალიან დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენი შეცდომები გამოვასწორეთ. მეორე ტაიმი ბევრად კარგი იყო და დამსახურებულად მოვიგეთ შეხვედრა.'

თედო აბჟანდაძე: 'დიდი მადლობა ქომაგებს, რომ მოვიდნენ და დაგვაფასეს. რაც გვქონდა მიზანი, ის ნამდვილად შევასრულეთ. სამმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, გამარჯვება შევძელით. პირველ ტაიმს ვაგებდით, მაგრამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ჩემი პირველი კეპი იყო ნაკრებში, თან ძირითადში ვითამაშე. აღფრთოვანებული ვიყავი და ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი დებიუტი შედგა.'

ბექა გიგაშვილი: 'დიდი მადლობა მაყურებელს, ძალიან გვჭირდებოდა მათი მხარდაჭერა. ეს არის პირველი კეპი ჩემთვის, ეს იყო ჩემი ოცნება და დღეს ჩემი ოცნება ახდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მიწევს თამაში. უფრო მეტს გავაკეთებ მომავალში.'

კომენტარები

ბოლო ამბები