Thumbnail
  • ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მთავრდება
  • ვინ გავარდა და ვინ დაწინაურდა დღემდე
  • რომელი გუნდები ითამაშებენ ტურნირის ოთხთა ფინალში

UPDATE საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველი იყო, ვინც ერთა ლიგაში დივიზიონიდან დივიზიონში დაწინაურება გაინაღდა. ეს ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მოხდა, როცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეოთხე თამაშიც მოიგო (ლატვიაში 3:0) და C ლიგაში აღზევებასთან ერთად, D1 ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაც გაინაღდა. ახლა საქართველოს ნაკრებს ექვსივე მატჩი ჩატარებული აქვს და არა მარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად D ლიგის საუკეთესო გუნდია.

ტურნირის ჯგუფური ეტაპი მთავრდება და ახლა უკვე თითქმის ყველა აღზევებული, თუ დაქვეითებული გუნდი ცნობილია. ორშაბათს, ჰოლანდიის ნაკრებმა გერმანიასთან მიღწეული ფრით საფრანგეთს აჯობა და ოთხთა ფინალში ითამაშებს!

ვან დაიკმა "ოქროს გოლი" 90-ე წუთზე გაიტანა და ჰოლანდია ოთხთა ფინალში გაიყვანა

მსოფლიოს ჩემპიონებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გერმანია კი, ბოლოა და B ლიგაში დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ B ლიგაში გავარდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიაც. შვეიცარიის ნაკრებმა ბელგიის განადგურებით (5:2) ერთა ლიგის ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც პორტუგალიაში გაიმართება.

ვინ გავარდა და ვინ დაწინაურდა ერთა ლიგაში

აღზევებულები

► ბოსნია (B ლიგიდან A ლიგაში)
► დანია (B ლიგიდან A ლიგაში)
► უკრაინა (B ლიგიდან A ლიგაში)
► ფინეთი (C ლიგიდან B ლიგაში)
► ნორვეგია (C ლიგიდან B ლიგაში)
► საქართველო (D ლიგიდან C ლიგაში)
► ბელარუსი (D ლიგიდან C ლიგაში)
► მაკედონია (D ლიგიდან C ლიგაში)

გავარდნილები

► ისლანდია (A ლიგიდან B ლიგაში)
► გერმანია (A ლიგიდან B ლიგაში)
► პოლონეთი (A ლიგიდან B ლიგაში)
► ხორვატია (A ლიგიდან B ლიგაში)
► ჩრდ. ირლანდია (B ლიგიდან C ლიგაში)
► თურქეთი (B ლიგიდან C ლიგაში)
► სლოვაკეთი (B ლიგიდან C ლიგაში)
► ირლანდია (B ლიგიდან C ლიგაში)
► ესტონეთი (C ლიგიდან D ლიგაში)
► სლოვენია (C ლიგიდან D ლიგაში)
► ლიეტუვა (C ლიგიდან D ლიგაში)
► ალბანეთი (C ლიგიდან D ლიგაში) 

ერთა ლიგის ოთხთა ფინალში თამაში გაინაღდეს პორტუგალიამ, შვეიცარიამ, ჰოლანდიამ და ინგლისმა. A ლიგის საუკეთესო ოთხთა ფინალს პორტუგალია უმასპინძლებს.

ასეთი იქნება C ლიგა საქართველოსთან ერთად

► საქართველო
► სლოვაკეთი
► თურქეთი
► ჩრდ. ირლანდია
► ირლანდია
► უნგრეთი
► საბერძნეთი
► ბულგარეთი
► ბელარუსი
► მაკედონია
► ამ სიას დღეს კიდევ რამდენიმე გუნდი დაემატება

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები