Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი დალასთან 109:112 დამარცხდა
  • სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის არყოფნაში, ლუკა დონჩიჩმა იფრინა

სტეფ კარის შემდეგ, გოლდენ სტეიტს დრეიმონდ გრინიც გამოაკლდა და NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ისევ წააგო - უორიორსისთვის ეს ზედიზედ მეორე და ბოლო 4 შეხვედრაში მესამე მარცხია.

სეზონის უმთავრესი ფავორიტის დამარცხება ამჯერად დალასმა შეძლო (112:109) - საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც მავერიკსის მეშვიდე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასია. გოლდენ სტეიტიდან ყველაზე მეტი კევინ დურანტმა ჩააგდო (32 ქულა).

წუხელ გამართული მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია ლეიკერსის წაგება ორლანდი მეჯიქთან - 117:130. ლებრონ ჯეიმსის (22 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა) გუნდმა 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. კემბა უოკერის სასწაული ცალკე თემაა...

კომენტარები

ბოლო ამბები