Thumbnail
  • ზვერევმა ფედერერი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია
  • ჯოკოვიჩმა ანდერსონს მოუგო და ფინალში ზვერევს დაუპირისპირდება

ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალისტები ცნობილია. პირველ ნახევარფინალში ალექსანდერ ზვერევმა როჯერ ფედერერს დაძაბულ ბრძოლაში, 7:5, 7:6 მოუგო. გერმანელ ჩოგბურთელს შვეიცარიელი ლეგენდის დასამარცხებლად საათი და 37 წუთი დასჭირდა. პირველ სეტში 6:5-ზე ფედერერმა საკუთარი მოწოდება დათმო, ხოლო მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 7:5 იმარჯვა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

ფედერერმა სეზონი 4 ტიტულით დაასრულა. შვეიცარიელმა ავსტრალიის ღია პირველობა, როტერდამის ღია პირველობა, შტუტგარტისა და ბაზელის ტურნირები მოიგო.

ალექსანდერ ზვერევი პირველი გერმანელია ბოლო 15 წელიწადში, რომელმაც სეზონის ფინალური ტურნირის ფინალში გააღწია.

მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს ასევე ორ სეტში, 6:2, 6:2 მოუგო. სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქის 4 მოწოდებაზე იმარჯვა და თავისი მოწოდებები უნაკლოდ შეასრულა.

ფინალში სწორედ ჯოკოვიჩი და ზვერევი შეხვდებიან ერთმანეთს. ნოვაკის გამარჯვების შემთხვევაში, ის მეექვსედ მოიგებს შემაჯამებელ ტურნირს და როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება, რომელსაც ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.

ფინალი თბილისის დროით 22:00-საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს SILK SPORT HD3-ზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები