Thumbnail

უეფას ერთა ლიგა | პორტუგალია A ლიგის პლეი ოფს უმასპინძლებს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იტალია 0:0 პორტუგალია
  • ერთა ლიგის ოთხთა ფინალი პორტუგალიაში გაიმართება

17 ნოემბერს მილანის "სან სიროზე" უეფას ერთა ლიგის ელიტის მე-3 ჯგუფის შეხვედრა გაიმართა - იტალიამ პორტუგალიას უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

ეს შედეგი აწყობდა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას, რომელიც კვლავ კრიშტიანო რონალდოს გარეშე ასპარეზობს - სანტოსის პორტუგალია ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა. პორტუგალიას 3 თამაშის მერე 7 ქულა აქვს და ორი ქულით უსწრებს იტალიას, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. 

ერთა ლიგის გამარჯვებულის ვინაობა "დრაგაოზე" გაირკვევა

მეტიც, უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველ პლეი ოფს ოთხი გუნდის მონაწილეობით პორტუგალია უმასპინძლებს, შერჩეულია სტადიონიც - პორტუს "დრაგაო". შეხვედრები 2019 წლის ივნისში გაიმართება. ამის მიზეზი ისაა, რომ მასპინძლობის მოსრუნე სამივე ქვეყანა მე-3 ჯგუფში ასპარეზობდა - პოლონეთი, პორტუგალია და იტალია. 

აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა ჯორჯო კიელინიმ, ის გუნდის კაპიტანი იყო. 

იტალია 0:0 პორტუგალია

იტალია (4-3-3): დონარუმა - ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, ბირაგი - ვერატი (81. პელეგრინი), ჟორჟინიო, ბარელა - კიეზა (87. ბერარდი), იმობილე (74. ლაზანია), ინსინიე

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - კანსელო, დიაში, ფონტე, რუი - პიცი (68. მარიო), ვ. კარვალიო, ნევეში - ბრუმა (85. გერეირო), ანდრე სილვა (90. დ. პერეირა), ბერნარდო სილვა

კომენტარები

ბოლო ამბები