Thumbnail

კიუშუს ბაშო | როგორც იქნა! ტოჩინოშინმა გამარჯვება გაიხსენა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა 3-შეხვედრიანი წაგებათა სერია დაასრულა
  • გაგამარუ დღეს ისვენებდა

18 ნოემბერს კუნძულ კიუშუს ბაშოზე მე-8 დღის ასპარეზობები გაიმართა, სუპერტურნირმა ეკვატორი (ნაკაბი) გადალახა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა რიუდენს შეხვდა.დაძაბული ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით მოიგო. მან 3-შეხვედრიანი წაგებათა სერია დაასრულა და ბალანსი გამოისწორა - 4-4. 

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კიუშუს ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი, კომუსუბი ტაკაკეიშოა, რომელთანაც ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:4. ერთადერთი შემთხვევა, როცა ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დააგდო, მისთვის ტრიუმფულ იანვრის ბაშოზე მოხდა, როცა ლევან გორგაძემ კარიერაში პირველად იმპერატორის თასი მოიგო. ტაკაკეიშოს 7-1 ბალანსი აქვს.

მაკუშიტას დივიზიონში გავარდნილი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც დივიზიონის პირველი ნომერია, ისვენებდა. ხვალ გაგამარუ მე-4 მაკუშიტას, კაგამიუს შეხვდება. გაგამარუს 2-2 ბალანსი აქვს.

კიუშუ ბაშო. VIII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტაკაიასუ ⚫ შოდაი (მიმდინარეობს) 

⚪ ტოჩინოშინი ⚫ რიუდენი (იორიკირი)

⚪ გოეიდო ⚫ იოშიკაძე (ჰატაკიკომი)

⚪ მიტაკეუმი ⚫ იჩინოჯო (ოშიდაში)

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ კაისეი (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ მიოგირიუ (ჰიკიოტოში)

ლიდერები

7-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

6-2 ტაკაიასუ (ოძეკი)

6-2 ტოჩიოძანი (მაეგაშირა 2)

6-2 აბი (მაეგაშირა 7)

6-2 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

6-2 აოიამა (მაეგაშირა 12)

6-2 ონოშო (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები