Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში | ქართველების ტრიუმფი ბუქარესტში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ორი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების აქტივში
  • ნიკა კენჭაძის და გივი მაჭარაშვილის ბრწყინვალე შედეგი

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. ბრწყინვალედ იასპარეზეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.). 16 ნოემბერს ორივე ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა, დღეს კი ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

U23. საქართველოს ნაკრები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

გივი მაჭარაშვილმა სრული უპირატესობით, 10:0 დაამარცხა ამერიკელი მოჭიდავე, მოორი და მანაც ოქროს მედალი მოიპოვა. ამრიგად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს ნაკრების აქტივს უკვე ორი ოქროს მედალი შემატეს.

გივი მაჭარაშვილის ფინალური ორთაბრძოლა

ნიკა კენჭაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გაჯი ნაბიევი 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ნიკამ უპირატესობით წარმართა შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ნიკა კენჭაძის ფინალური ორთაბრძოლა

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები