Thumbnail

სალაჰის დაგვიანებული გოლი - პატარა გოგონამ მოს ბოდიში მოახდევინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ეგვიპტის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ტუნისს მოჰამედ სალაჰის გოლით მოუგო
  • ლივერპულის თავდამსხმელისა და პატარა ფანის ურთიერთობის საინტერესო ამბავი

ლივერპულისა და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრების გულშემატკივარ გოგონას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ გამარჯვების გოლი მხოლოდ 90-ე წუთზე.

აფრიკის ერთა თასის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ეგვიპტის ნაკრებმა ტუნისი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. თამაშის დროს კი პატარა ქომაგმა ასეთი შინაარსის ბანერი გამოფინა: "სალაჰ, გთხოვ, გაიტანე რა. სახლში წასვლა მინდა, გაკვეთილები მაქვს სამეცადინო".

"ყველანაირად შევეცადე, რომ შინ უფრო ადრე გამეშვი. ბოდიში, რომ ბოლო წუთამდე გალოდინე. იმედი მაქვს, ხვალ შენი მასწავლებელი ვითარებას გაგებით მოეკიდება”, - გამოეხმაურა გოგონას სალაჰი twitter-ზე.

ამ გამარჯვების წყალობით, ეგვიპტის ნაკრებმა ტუნისს ჯგუფის ცხრილში გადაასწრო. ახლა ორივე გუნდს 12 ქულა აქვს, რაც მათ ტურნირის ფინალურ სტადიაზე თამაშის საშუალებას აძლევს.

ლივერპულის 26 წლის თავდამსხმელს ეგვიპტის ნაკრებში უკვე 39 გოლი აქვს გატანილი და ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები