Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამედ წააგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი იოშიკაძესთან სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა
  • გაგამარუს მეორე გამარჯვება

წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე, კიუშუს ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ვეტერან იოშიკაძეს ხვდებოდა.

იაპონელმა ქართველი კონტრშეტევაზე დაიჭირა, ტოჩინოშინი კოტენაგეს ილეთს აკეთებდა, მაგრამ ვერ შეძლო და იოშიკაძემ სუკუინაგეს ილეთით დააგდო მეტოქე დოჰიოზე. ტოჩინოშინმა ბაშოზე ზედიზედ მესამე ბრძოლა დათმო და მას 3-4 ბალანსი გაუხდა.

ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება. ლევან გორგაძე 28 წლის რიუდენს აქამდე არასოდეს შეხვედრია. 

მაკუშიტას დივიზიონში იმარჯვა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), მან მაკუშიტას მე-3 ნომერ ტამაკის ჰატაკიკომის ილეთით აჯობა. გაგამარუს 2-2 ბალანსი აქვს და ორი მოგება დადებით ბალანსს მოუპოვებს. მე-8 დღეს გაგამარუ ისვენებს. 

კიუშუ ბაშო. VII დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ გოეიდო ⚫ შოდაი (ოშიდაში)

⚪ რიუდენი ⚫ ტაკაიასუ (იორიკირი)

⚪ იოშიკაძე ⚫ ტოჩინოშინი (სუკუინაგე)

⚪ მიტაკეუმი ⚫ ტაკაკეიშო (ჰატაკიკომი)

⚪ იჩინოჯო ⚫ ჩიოტაირიუ (ოშიდაში)

⚪ კაისეი ⚫ მიოგირიუ (იორიკირი)

ლიდერები

6-1 ტაკაკეიშო (კომუსუბი)

6-1 დაიეიშო (მაეგაშირა 9)

6-1 ონოშო (მაეგაშირა 13)

კომენტარები

ბოლო ამბები