Thumbnail

ომი ლონდონში! ბრაზილიამ ურუგვაის ნეიმარის გოლით მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიტეს ბიჭებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს
  • ნეიმარი ფენომენის რეკორდს უახლოვდება

ლონდონში სამხრეთამერიკული დაპირისპირება შედგა. ბრაზილიამ ურუგვაის ნეიმარის თერთმეტმეტრიანით მოუგო - 1:0. აღსანიშნავია, რომ მატჩი ამხანაგურ შეხვედრას სულაც არ ჰგავდა. ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ და მსაჯმა 8 ყვითელი ბარათიც უჩვენა ფეხბურთელებს.

ედისონ კავანი მთელი მატჩის განმავლობაში ნეიმარს დასდევდა და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდა. ბრაზილიელებმა მე-80 წუთზე გაიტანეს, როდესაც ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ნაკრებში მე-60 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრების ათიანს 3 გოლი სჭირდება, რათა ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიასთან მარცხის შემდეგ, ტიტეს ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. ბრაზილიელებს მომდევნო მატჩი კამერუნთან აქვთ, ურუგვაიმ ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი წააგო. ოსკარ ტაბარესის ნაკრების მომდევნო მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები