Thumbnail

ჰოლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონებს მოუგო! გერმანია A ლიგიდან გავარდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე მატჩი მოიგო
  • ფრანგებს გერმანელების იმედი აქვთ, გერმანია A ლიგიდან გავარდა

ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში საფრანგეთს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები დაჩაგრა და ჯგუფში მეორე გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა ტაიმის მიწურულს შეძლეს, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვეინალდუმმა ისარგებლა და ნაკრებში მე-10 გოლი გაიტანა.

ვეინალდუმი 44'

ვეინალდუმის გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში - 1:0

ვეინალდუმის გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში - 1:0

Posted by Silk Sport on პარასკევი, 16 ნოემბერი, 2018

ჰოლანდიელებმა მეორე გოლიც მეორე ტაიმის მიწურულს გაიტანეს, მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დეპაი 90+6'

A ლიგის პირველ ჯგუფში ჰოლანდიას 6 ქულა აქვს, ფრანგები 7 ქულით პირველ ადგილზე არიან და ბოლო ტურში გერმანელების ეიმედებათ, რომლებიც A  ლიგიდან გავარდნენ. ბოლო მატჩი ამ ჯგუფში 19 ნოემბერს გაიმართება, გერმანელები ჰოლანდიას შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები