Thumbnail
  • ⚽ იტალია V პორტუგალია 📅 შაბათი ⌚ 23:45 📺 SILK UNIVERSAL
  • კრიშტიანო რონალდოს დებიუტი უეფას ერთა ლიგაზე გადაიდო

17 ნოემბერს მილანის "სან სირო" A ლიგის მე-3 ჯგუფის ცენტრალურ მატჩს მასპინძლობს - იტალია ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის წინააღმდეგ. ამ ჯგუფში ასეთი ვითარებაა: პორტუგალია 2 მატჩიდან ქულების მაქსიმუმით (6 ქულა) ლიდერობს. იტალიას 4 ქულა აქვს, თანაც სამი თამაშიდან, პოლონეთი კი ქულით ბოლო ადგილზეა.

პორტუგალია რონალდოს გარეშეც დიდია

კიელინი და მანჩინი პრესკონფერენციაზე

რობერტო მანჩინი (იტალიის მწვრთნელი): "ხვალ შესაძლოა, "სან სირო" გაივსოს? ამას რა სჯობს. მაშინაც, კი, როცა ვთამაშობდი, ერთი სიამოვნება იყო სავსე "სან სიროზე" თამაში. პორტუგალიის ნაკრები დიდი გუნდია კრიშტიანოს გარეშეც. სამწუხაროა, რომ ხვალ ის არ ითამაშებს, თუმცა ამით მატჩს ბევრი არ მოაკლდება - მაინც კარგი შეხვედრა გველის".

საინტერესო ფაქტები

► პორტუგალიის ნაკრებს მხოლოდ ფრე ყოფნის უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად.

► იტალიამ უნდა მოიგოს, რომ პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სხვა მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

► იტალიის ნაკრები შინ 11 მატჩია დაუმარცხებელია (4 მოგება, 7 ფრე). ყველა მოგებას იტალიამ "მშრალად" მიაღწია.

► პორტუგალიამ ბოლო ორი დაპისირპირება მოუგო იტალიას (2015 და 2018 წლებში), მანამდე კი ათი მატჩი ვერ მოეგო მეტოქესთვის. 

► იტალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა. 

პეპეს და რონალდოს გარეშე

იტალიის ნაკრების შეკრებიდან შინ გაბრუნდა ტრავმირებული ფედერიკო ბერნარდესკი. სამაგიეროდ, "სკუადრა აძურაში" პირველად გამოიძახეს სანდრო ტონალი, სტეფანო სენსი და ვინჩენცო გრიფო. კალიარის 21 წლის ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას კარგი შანსი აქვს სასტარტოში მოხვდეს ჟორჟინიოსა და მარკო ვერატის გვერდიგვერდ. 

პორტუგალიის რიგებში კვლავ გადაიდო კრიშტიანო რონალდოს დებიუტი უეფას ერთა ლიგაზე. ანდრე გომეში ევრტონიდან გუნდს ტრავმის გამო დააკლდა. სამაგიეროდ, ნაკრებს დანილო უბრუნდება, ხოლო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ადგილისთვის ბრუმა და რაფა იბრძვიან. პეპე დისკვალიფიცირებულია. 

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (4-3-3): დონარუმა - ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, ბირაგი - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - კიეზა, იმობილე, ინსინიე

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - კანსელო, დიაში, ნეტუ, რუი - პიცი, ნევეში, ვ. კარვალიო - ანდრე სილვა, ბერნარდო სილვა, ბრუმა  

კომენტარები

ბოლო ამბები