Thumbnail

ATP-ის ფინალი | ზვერევი ნახევარფინალშია და ფედერერს შეხვდება!

  • ალექსანდერ ზვერევი წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
  • 21 წლის გერმანელმა ჯონ ისნერი ორ სეტში დაამარცხა

ალექსანდერ ზვერევი პირველი გერმანელია ბოლო 15 წელიწადში, რომელმაც სეზონის ფინალური ტურნირის პლეი ოფში გააღწია. 21 წლის ჰამბურგელმა ჩოგბურთელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ამერიკელი ჯონ ისნერი საათსა და 21 წუთში დაამარცხა - 7:6 (7:5), 6:3.

ნახევარფინალში გერმანელი შაბათს როჯერ ფედერერს შეხვდება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი მეორე ნახევარფინალურ მატჩში კევინ ანდერსონის წინააღმდეგ ითამაშებს, რაც უიმბლდონის ფინალის გამეორებაა.

ზვერევამდე ბოლო გერმანელი, რომელიც ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაინერ შიუტლერი იყო (2003). დღეს უკვე ანჟელიკ კერბერის მთავარი მწვრთნელი მაშინ ანდრე აგასისთან დამარცხდა. ATP-ის ფინალი დღემდე მხოლოდ ორ გერმანელს აქვს მოგებული - ბორის ბეკერს (1988, 1992, 1995 წლებში) და მიხაელ შტიხს (1993).

კომენტარები

ბოლო ამბები