Thumbnail
  • whoscored.com-ის საშუალო შეფასება - 8.06
  • მთელ D ლიგაში ეს მესამე შედეგია

გიორგი ჩაკვეტაძე D ლიგის პირველი ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა whoscored.com-ის მიხედვით. უეფას ერთა ლიგის ბოლო მატჩში ანდორის წინააღმდეგ (1:1), გიორგიმ გოლი გაიტანა და ბარსას სკაუტებსაც მოაწონა თავი (როგორც კატალონიური სპორტი წერს), ხოლო whoscored.com-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა 7.94 ბალით. 

ამით გიორგის საშუალო შეფასებამ ერთა ლიგაზე ოდნავ დაიკლო - 8.09-დან 8.06-მდე, თუმცა ქართველ ფეხბურთელს პირველ ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. ჩაკვეტაძემ ყაზახ იური ლოგვინენკოს გადაასწრო, რომელმაც ლატვიასთან მატჩი ჩააგდო და ახლა 3 შეხვედრაში საშუალო შეფასება 7.71 აქვს.

ამით ყაზახს ჯაბა კანკავამაც გადაასწრო, ჯაბას ტრავმის გამო არ უთამაშია და საშუალო შეფასება - 7.78 უცვლელი დარჩა. ერთა ლიგის დასრულებამდე ტურით ადრე ჩაკვეტაძეს ბრწყინვალე შანსი აქვს, ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მით უფრო, რომ უახლოესი კონკურენტი ჯაბა კანკავა ვერც ყაზახეთთან მატჩში ითამაშებს. ათეულში სულ 8 ქართველია

D ლიგის 1 ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეები

8.06 - გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო), 5 თამაში

7.78 - ჯაბა კანკავა (საქართველო), 4

7.71 - იური ლოგვინენკო (ყაზახეთი), 3

7.49 - საბა კვერკველია (საქართველო), 3

7.45 - გურამ კაშია (საქართველო), 4

7.41 - ბაუირჟან ისლამხანი (ყაზახეთი), 5

7.34 - ოთარ კაკაბაძე (საქართველო), 5

7.34 - ნიკა კვეკვესკირი (საქართველო), 5

7.26 - გიორგი ნავალოვსკი (საქართველო), 4

7.15 - ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო), 5

მესამეზე D ლიგაში

მთლიანად D ლიგაში (ოთხივე ჯგუფში) გიორგი ჩაკვეტაძის საშუალო შეფასება მესამეა. მას უსწრებს მხოლოდ ბელარუსი იგორ შიტოვი (8.24) და კოსოვოელი ბენიამინ კოლოლი (8.27). ერთია, კოლოლის სულ 2 თამაში აქვს ჩატარებული, შიტოვს კი სამი. 

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები