Thumbnail

37 წლისაა და მაინც ყველაზე სწრაფია! ფედერერმა Reaction Challenge მოიგო

როჯერ ფედერერის შესაძლებლობები უსაზღვროა - კორტზეც და კორტს მიღმაც.

შვეიცარიელმა რეკორდსმენმა ATP-ის ფინალური ტურნირის ორგანიზატორთა მიერ მოწყობილი შეჯიბრი მოიგო, სადაც საქმე არა ჩოგბურთის თამაშს, არამედ ჩოგბურთელების რეაქციის სისწრაფეს ეხებოდა.

37 წლის როჯერმა Reaction Challenge 76 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე კევინ ანდერსონი გავიდა (70), მესამეზე მარინ ჩილიჩი (67), მეოთხეზე კი - ჯონ ისნერი (66). ალექსანდერ ზვერევმა 60 ქულა დააგროვა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი - მხოლოდ 57. ბოლოსწინა ადგილზე დომინიკ ტიმი გავიდა (56), აუტსაიდერი კი კეი ნიშიკორი გახდა - 55 ქულით.

📺 ვიდეო: 37 წლის ფედერერმა Reaction Challenge მოიგო

კომენტარები

ბოლო ამბები