Thumbnail

'გამარჯვება არცკი მოგვილოცეს' - ლოვრენმა ესპანეთის ნაკრები გააკრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • ფეხბურთელი ამბობს, რომ დამარცხებული ესპანელები ცუდად მოიქცნენ

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრემბა უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი სტუმრად ხორვატიასთან ანგარიშით 2:3 წააგო. როგორც ლივერპულისა და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი ამბობს, თამაშის დასრულების შემდეგ ესპანელები სამარცხვინოდ მოიქცნენ - მასპინძლებს გამარჯვება არ მიულოცეს. გამონაკლისი მხოლოდ ალვარო მორატა იყო.

"ჩვენ ესპანელებს მოგება მივულოცეთ, როდესაც მათთან 0:6 წავაგეთ. ეს იყო სირცხვილი, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ მეტოქეებს პატივს ვცემთ. ესენი კი… დღეს მხოლოდ ერთმა მოთამაშემ მოგვილოცა - მორატამ. დანარჩენებზე კი კარგი რა უნდა ვთქვა.

მეტოქისგან ასეთი საქციელი პირველად ვნახე და თუნდაც ამის გამო, ეს მოგება აბსოლუტურად დამსახურებულია. როგორც ჩანს, ესპანელები ფიქრობენ, რომ ჩვენზე მაღლა დგანან, მაგრამ ვანახეთ, რომ ეს ასე არაა", - აქვეყნებს ლოვრენის ნათქვამს Vecernji List.

მეტი ამ თემაზე:

მსოფლიოს ექს-ჩემპიონი A ლიგის მე-4 ჯგუფში, სადაც ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად გამოდის, ბოლო ადგილზეა, დასკვნით მატჩს კი 18 ნოემბერს, სტუმრად ინგლისში ჩაატარებს. 

ესპანეთის ნაკრებმა წინა შეხვედრა ინგლისის ნაკრებთანაც ანგარიშით 2:3 დათმო. სამი და მეტი გოლი კი ზედიზედ ორ ოფიციალურ მატჩში ესპანელებს 1950 წლის შემდეგ არ გაუშვიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები