Thumbnail

ერთა ლიგა | გავარდნილები და აღზევებულები საქართველოს ნაკრებთან ერთად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერთა ლიგის გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა
  • ვინ გავარდა და ვინ დაწინაურდა დღემდე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველი იყო, ვინც ერთა ლიგაში დივიზიონიდან დივიზიონში დაწინაურება გაინაღდა. ეს ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მოხდა, როცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეოთხე თამაშიც მოიგო (ლატვიაში 3:0) და C ლიგაში აღზევებასთან ერთად, D1 ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაც გაინაღდა.

ხუთშაბათს ერთა ლიგის მე-5 ტური დაიწყო და ახლა უკვე ბევრი დაწინაურებული, თუ დაქვეითებული გუნდია ცნობილი. მაგალითად, ბოსნიის ნაკრებს ავსტრიასთან უგოლო ფრეც ეყო იმისთვის, რომ A ლიგის საგზური მოეპოვებინა - შესაბამისად, ედინ ჯეკო, მირალემ პიანიჩი და კომპანია ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას ელიტაში ითამაშებენ. ფინეთი საბერძნეთთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ წინა ოთხივე თამაში მოგებული ჰქონდა და ფინელები B ლიგაში აღზევდნენ.

ვინ გავარდა და ვინ დაწინაურდა ერთა ლიგაში?

აღზევებულები

► ბოსნია (B ლიგიდან A ლიგაში)
► უკრაინა (B ლიგიდან A ლიგაში)
► ფინეთი (C ლიგიდან B ლიგაში)
► საქართველო (D ლიგიდან C ლიგაში)

გავარდნილები

► ისლანდია (A ლიგიდან B ლიგაში)
► პოლონეთი (A ლიგიდან B ლიგაში)
► ჩრდ. ირლანდია (B ლიგიდან C ლიგაში)
► ესტონეთი (C ლიგიდან D ლიგაში)

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები