Thumbnail

ATP-ის ფინალი | ფედერერმა ჯგუფი მოიგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფედერერმა კევინ ანდერსონი 6:4, 6:3 დაამარცხა
  • მიუხედავად პირველი მატჩის წაგებისა, როჯერ ფედერერმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

როჯერ ფედერერმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი კეი ნიშიკორისთან წაგებით დაიწყო, რის გამოც რეკორდსმენის ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ შვეიცარიელმა მერე ორივე თამაშის მოგება მოახერხა და არა მარტო პლეი ოფში გავიდა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა.

37 წლის როჯერმა მანამდე წაუგებელ კევინ ადერსონს 1 საათსა და 17 წუთში მოუგო - ორ სეტში, 6:4, 6:3. მიუხედავად წაგებისა, სამხრეთაფრიკელმა მეორე ადგილი დაიკავა და ისიც ნახევარფინალშია. დომინიკ ტიმი და კეი ნიშიკორი ტურნირს გამოეთიშნენ. მართალია, ავსტრიელმა იაპონელს 6:1, 6:4 მოუგო, მაგრამ მისთის მესამე შემაჯამებელ ტურნირზეც ვერ გავიდა ჯგუფიდან. ნიშიკორიმ კი, პირველ ტურში ფედერერის სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ორივე თამაში წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა.

ვის შეხვდებიან ფედერერი და ანდერსონი ნახევარფინალში, ეს პარასკევის მატჩების შემდეგ გვეცოდინება. ალექსანდერ ზვერევი ჯონ ისნერს ხვდება, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ხორვატ მარინ ჩილიჩს.

კომენტარები

ბოლო ამბები