Thumbnail

რა ჩაინიშნეს ბარსას სკაუტებმა? გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა ანდორასთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის ნახევარმცველი ანდორასთან გამართულ მატჩში მოედანზე საუკეთესო იყო
  • "ესტადი ნასიონალზე" ქართველ ფეხბურთელს ბარსელონას სკაუტები აკვირდებოდნენ
  • ანდორა-საქართველოს მატჩის სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი ანდორაში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, სხვა ყველაფერთან ერთად, იმითაც იყო საინტერესო, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა გიორგი ჩაკვეტაძე თამაშზე საგანგებოდ მივლენილ ბარსელონას სკაუტებზე.

შეგახსენებთ, რომ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, კატალონიურმა ტაბლოიდმა Sport.es-მა გაავრცელა ჩვენთვის საყურადღებო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 19 წლის ნახევარმცველით ბარსელონაა დაინტერესებული და კლუბის სკაუტები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ქართველი ტალანტის თამაშს დააკვირდებოდნენ.

ბარსელონას წარმომადგენლები ანდორას არენა "ესტადი ნასიონალზე" მართლაც იმყოფებოდნენ. ფოტოებში ჩანს, როგორ ინიშნავენ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ქართველი ფეხბურთელის შესახებ მათთვის საჭირო ცნობებს.

ბარსელონას სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრაზე

გაგვიჭირდება იმის თქმა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ტალანტმა კატალონიელ დამკვირვებლებზე. მოგეხსენებათ, გიორგიმ მატჩი სრულად ჩაატარა და გოლიც გაიტანა, ქვემოთ კი როგორც მთლიანად მატჩის, ისე ჩაკვეტაძის ინდივიდუალურ სტატისტიკურ მონაცემებსა და შეფასებას შემოგთავაზებთ, რომელიც თამაშის შემდეგ გამოქვენდა.

გუნდების სტატისტიკა

შეტევა

► გოლი: ანდორა - 1, საქართველო - 1

► დარტყმა (სულ): ანდორა - 8, საქართველო -11

► დარტყმა (კარისკენ): ანდორა - 4, საქართველო - 6

► დარტყმა (კარში): ანდორა - 1, საქართველო - 2

► დარტყმა (ბლოკირებული): ანდორა - 3, საქართველო - 3

► კუთხური: ანდორა - 1, საქართველო - 8

► თამაშგარე: ანდორა - 1, საქართველო - 2

ეფექტიანობა

► ბურთის ფლობა: ანდორა - 30%, საქართველო - 70%

► პასი (სულ): ანდორა - 161, საქართველო - 587 

► პასი (ზუსტი): ანდორა - 83, საქართველო - 509

დაცვა

► ართმევა: ანდორა - 11, საქართველო - 0 

► დარტყმის ბლოკირება: ანდორა - 3, საქართველო - 3

► მოგერიება: ანდორა - 26, საქართველო - 15

► სეივი: ანდორა - 1, საქართველო - 0

დისციპლინა

► ფოლი: ანდორა - 21, საქართველო - 14

► ყვითელი ბარათი: ანდორა - 4, საქართველო - 1

► წითელი ბარათი: ანდორა - 0, საქართველო - 0

გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა

გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე ერთა ლიგის 5 მატჩში გატანილი 3 გოლია 

ახლა გავეცნოთ უშუალოდ გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკას, რომელმაც ანდორასთან შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე, ოთარ კაკაბაძის გადაცემის შემდეგ გახსნა.

whoscored-ის შეფასებით, საქართველოს ნაკრების (4-3-3) შეტევის მარცხენა ფლანგზე გამწესებული გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ორივე გუნდში საუკეთესო იყო - 7,94 ბალი.

გიორგი ბურთს ჯამში 76-ჯერ შეეხო, კარში სულ ორჯერ დაარტყა და ერთხელ გაიტანა, შეასრულა 50 პასი, საიდანაც 40 ზუსტი იყო (80%), 4 კი - მწვავე.

ჩაკვეტაძეს ჰქონდა დრიბლინგის ორი მცდელობა, საიდანაც ერთი წარმატებული გამოვიდა.

გიორგიმ მოიგო მაღალ ბურთზე ერთადერთი ორთაბრძოლა, მოაწოდა 6 კუთხური (67%-იანი სიზუსტით), თითოჯერ დაკარგა ბურთი და აღმოჩნდა თამშგარეში.

კომენტარები

ბოლო ამბები