Thumbnail

კიუშუს ბაშო | ისევ წაგება! ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი შოდაისთან დამარცხდა
  • გაგამარუ დღეს ისვენებდა

კუნძულ კიუშუზე გრძელდება წლის უკანასკნელი ბაშო. მე-6 დღეს დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა შოდაის შეხვდა. აქამდე ორივე სუმოისტს 3-2 ბალანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტმა სუსტად იჭიდავა და შოდაიმ მას ოშიდაშით მოუგო. სხვათა შორის, შოდაიმ ქართველი ოძეკი ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა. ტოჩინოშინს 3-3 ბალანსი აქვს.

ბაშოს მე-7 დღეს ქართველი ჩემპიონი მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს ხვდება. ვეტერანთან ურთირთდაპირისპირებებში ლევან გორგაძე 15:9-ს იგებს. 

ამ დღეს მაკუშიტას (მესამე) დივიზიონში გავარდნილი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ისვენებდა. მას 1-2 ბალანსი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც ბაშოს იაპონელი დიდი ჩემპიონი კისენოსატო გამოეთიშა, ტურნირზე არ დარჩა არც ერთი იოკოძუნა. ამიტომაც ქართველი სუმოისტის ბრძოლა დღის ორთაბრძოლებს აგვირგვინებდა. ბაშოს ერთპიროვნულად კომუსუბი ტაკაკეიშო ლიდერობს, რომელმაც ექვსივე ორთაბრძოლა მოიგო.

კიუშუ ბაშო. VI დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ შოდაი ⚫ ტოჩინოშინი (ოშიდაში)

⚪ გოეიდო ⚫ რიუდენი (იორიტაოში)

⚪ ტაკაიასუ ⚫ ტამავაში (იორიკირი)

⚪ იჩინოჯო ⚫ მიოგირიუ (იორიკირი)

⚪ მიტაკეუმი ⚫ ჰოკუტოფუჯი (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ კაისეი (ცუკიოტოში)

⚪ ნიშიკიგი ⚫ ტოჩიოძანი (კიმედაში)

კომენტარები

ბოლო ამბები