Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ბუდუჩნოსტთან დათმო შეხვედრა
  • ქართველმა კალათბურთელმა მეტოქეს 16 ქულა ჩაუგდო
  • ბუდუჩნოსტმა სამქულიანების რეკორდი დაამყარა

თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის მე-7 ტურში ბუდუჩნოსტს ესტუმრა და 99:84 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.

შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 4 ქულით გამოირჩა. ბასკონიამ შეხვედრის სამი პერიოდი დათმო, ხოლო ბოლო მეოთხედში ფრედ ითამაშა.

მონტენეგროს კლუბმა ევროლიგაზე სამქულიანების რეკორდი დაამყარა. ბუდუჩნოსტის მოთამაშეებმა 34-სამქულიანი ისროლეს, საიდანაც 21 ჩააგდეს და სეზონში პირველი მატჩი მოიგეს. ალექსანდრ ძიკიჩის გუნდმა მონტეპასკის სიენასა და ბარსელონას რეკორდი დაამხო.  ამ გუნდებს ევროლიგის ერთ მატჩში 19 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული.

ბასკონია ევროლიგაზე ცუდად ასპარეზობს. შენგელიას გუნდს 7 მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვს და მე-11 ადგილზეა. თორნიკეს კლუბი მომდევნო მატჩს სტუმრად, მილანოს წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები