Thumbnail
  • ხორვატია 3:2 ესპანეთი
  • 'მაქსიმირზე' ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა

ზაგრების "მაქსიმირზე" უეფას ერთა ლიგის მორიგ მატჩში ხორვატიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 3:2 მოუგო. ამ გუნდების პირველი მატჩი ელჩეში ხორვატთათვის სამარცხვინო შედეგით დასრულდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველივე მატჩში გუნდმა 0:6 წააგო.

მართალია, სრულყოფილი რევანში არ შედგა, თუმცა დალიჩის გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აართვა მეტოქეს და პლეი ოფის შანსიც შეინარჩუნა.

ესპანეთს 4 ტურიდან 6 ქულა აქვს, ინგლისსა და ხორვატიას კი 4-4 ქულა, ოღონდ, 3-3 შეხვედრიდან. ამ ჯგუფში ყველაფერი ღიად რჩება.

1:0 კრამარიჩი (54)

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, 54-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების მცველების შეუთამაშებელი მოქმედებით ანდრეი კრამარიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 

1:1 სებალიოსი (56)

მაგრამ ორ წუთში "ფურია როხამ" პასუხი გასცა მეტოქეს - ისკომ საჯარიმოს ცენტრში დანი სებალიოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმა გაათანაბრა. 

2:1 იედვაი (69)

ხორვატები ისევ გავიდნენ წინ - 69-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ლუკა მოდრიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა და საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილ იედვაის გაატანინა. ~

2:2 სერხიო რამოსი (78-პენ)

სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, ეს სერხიო რამოსმა 11-მეტრიანიდან შეძლო.

3:2 იედვაი (93)

ხორვატთა მარცხენა მცველი მატჩის გმირი გახდა, როცა დე ხეას მე-3 კომპენსირებულ წუთზე გაუტანა. 


ხორვატია 3:2 ესპანეთი

გოლები: 1:0 კრამარიჩი (54), 1:1 სებალიოსი (56), 2:1 იედვაი (69), 2:2 სერხიო რამოსი (78-პენ), 3:2 იედვაი (93)

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, იედვაი - რაკიტიჩი (67. ვლაშიჩი), ბროზოვიჩი - რებიჩი (73. ბრეკალო), მოდრიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი (89. პიაცა)

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - სერხი რობერტო, სერხიო რამოსი, ი. მარტინესი, ალბა - საულ ნიგესი (74. სუსო), ბუსკეტსი, სებალიოსი - როდრიგო (61. ასენსიო), ასპასი (64. მორატა), ისკო

კომენტარები

ბოლო ამბები