Thumbnail
  • ანდორასთან მატჩი 23:45-ზე დაიწყება
  • ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში ექსპერიმენტებს მიმართა

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად ანდორის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე).

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ანდორაში თამაშს დაიწყებს.

► საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი (კაპიტანი) - კვეკვესკირი, გვილია - ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი - არაბული

როგორც ხედავთ, ვაისმა შემადგენლობა გადაახალისა - სასტარტოში მოხვდა მცველი ჯიმი ტაბიძე, შეტევაში კი ბაჩანა არაბული დაიწყებს. კაპიტნის სამკლაურს გიორგი ნავალოვსკი გაიკეთებს. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ბარსელონას სკაუტები დააკვირდებიან და ეს ინფორმაცია გენტმა ოფიციალურად დაადასტურა.

კომენტარები

ბოლო ამბები