Thumbnail
  • ⚽ ჰოლანდია V საფრანგეთი 📅 პარასკევი ⌚ 23:45 📺 SILK UNIVERSAL
  • ყველაფერი საფრანგეთის სასარგებლოდ მეტყველებს

16 ნოემბერს უეფას ერთა ლიგაზე, ელიტის პირველ ჯგუფში მნიშვნელოვანი თამაშია - როტერდამის "დე კუიპზე" ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს მასპინძლობს. 

სამი მატჩის გამართვის შემდეგ საფრანგეთი 7 ქულით პირველია, ხოლო ჰოლანდიას 2 მატჩიდან 3 ქულა აქვს. ამ ჯგუფში მსოფლიოს ექსჩემპიონი გერმანიაა აუტსაიდერი - 3 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს. 

რონალდ კუმანი პრესკონფერენციაზე

რონალდ კუმანის ხელში ჰოლანდიის ნაკრები გამოცოცხლდა და ფანებსაც იმედები ჩაესახათ. ახლა კი ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდას უდიდესი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, მეტოქე ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

მართალია, სტუმრებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ფრანგებს არაჩვეულებრივი არჩევანი აქვთ, მეტოქისგან გასნხვავებით. ჰოლანდიაში დაცვის ოთხეული გადაწყვეტილია. საკითხავი მხოლოდ მარჯვენა მცველის პოზიციაა, სადაც კუმანმა უნდა აირჩიოს - ან კენი ტეტე, ან დენზელ დუმფრისი. ატალანტას ნახევარმცველი მარტენ დე როონი კარგ ფორმაშია. ასე რომ, ის დე იონგთან და ვეინალდუმთან შუახაზის ტრიუმვირატს შექმნის. შეტევაში მემფის დეპაისა და რაიან ბაბელს გარანტირებული აქვთ სასტარტოში ადგილი, ვინ იქნება მარჯვენა შემტევი, კუმანი ბოლოს გადაწყვეტს.
დიდიე დეშამმა ტრავმების გამო ვერ გამოიძახა პოლ პოგბა, ბენჟამენ მენდი, ანტონი მარსიალი და ალექსანდრ ლაკაზეტი. ძალზე საეჭვოა რაფაელ ნადალის თამაშიც. ნებისმიერი სხვა გუნდისთვის ასეთი დანაკლისი მეტისმეტი იქნებოდა, მაგრამ არა საფრანგეთისთვის. 

ფრანგებს როტერდამში ცივი ამინდი დახვდათ

დეშამმა ნაკრებში პირველად გამოიძახა ფერლან მენდი და ალასან პლეა. დაცვის მარცხენა ფლანგზე მენდისა და გამოუძახებელი ლუკა ერნანდესის არყოფნაში, კარგი შანსი გაუჩნდა ლუკა დინს დაიბრუნოს პოზიციები ნაკრებში. პოგბა არ იქნება, ასე რომ, ნგოლო კანტეს დიდი ალბათობით, სტივენ ნზონზი შეუწყვილდება. 

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - დუმფრისი, დე ლიხტი, ვან დეიკი, ბლინდი - დე როონი, ვეინალდუმი, დე იონგი - ბერხვეინი, დეპაი, ბაბელი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, რამი, კიმპემბე, დინი - კანტე, ნზონზი - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

საინტერესო ფაქტები

► ჰოლანდიის ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

► საფრანგეთის ნაკრების ამოცანა შედარებით მარტივია - ფრეც საკმარისი იქნება და ამ ჯგუფს "სამფეროვნები" მოიგებენ.

► ჰოლანდია ძლიერია შინ - ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო (1 წაგება), თანაც ყოველ შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

► საფრანგეთის ნაკრებს 15 მატჩია, რაც არ წაუგია (11 მოგება, 4 ფრე). 

► ბოლო ხუთ ურთიერთდაპირისპირებაში საფრანგეთმა იმარჯვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები