Thumbnail
  • პსჟ-ს ვარსკვლავის ოცნების ფეხბურთელი
  • კილიან მბაპეს საფეხბურთო გემოვნება

პარის-ენჟერმენის და საფრანგეთის ნაკრების 19 წლის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ სხვადასხვა ფეხბურთელების საუკეთესო თვისებები გამოარჩია და ოცნების ფეხბურთელი გამოიყვანა. მბაპემ ფრანგულ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩემი ოცნების ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიონელ მესის მარცხენა ფეხი, ნეიმარის მარჯვენა ფეხი და ჯანლუიჯი ბუფონის კლასი. კილიან მბაპეს სისწრაფე? - შეიძლება, თუმცა არიან სხვა არანაკლებ სწრაფი ფეხბურთელები. ნეიმარს, მესის და რონალდოს მაინც ყველასგან გამოვარჩევ, მეკარეებს შორის კი ბუფონი შეუდარებელია”.

კომენტარები

ბოლო ამბები