Thumbnail

ყველაზე მაღალი ხელფასი კლუბში - სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 48 წლის მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2020 წლის ივნისში იწურება
  • არგენტინელი სპეციალისტი კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დათანახმდა
  • ახალი შეთანხმებით, დიეგოს ატლეტიკოში ანტუან გრიზმანზე მაღალი ხელფასი ექნება

მადრიდის ატლეტიკომ გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია, რომელსაც ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება. ამის შესახებ Marca იუწყება, რომლის ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელი სპეციალისტი კლუბში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანი გახდება.

ხელფასის ზუსტი ოდენობა, რასაც "ელ ჩოლოს" პირდებიან, ჯერ არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ატლეტიკოში ამჟამად ყველაზე მეტს ანტუან გრიზმანი იღებს - 25 მილიონ ევროს წელიწადში.

დიეგოს მალე ანტუან გრიზმანზე მაღალი ხელფასი ექნება

48 წლის დიეგო სიმეონემ ატლეტიკო 2011 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 ჯილდო მოიგო: თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ორ-ორჯერ კი უეფას სუპერთასი და ევროპალიგა. გარდა ამისა, არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

არგენტინის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს ევროპაში, მადრიდის ატლეტიკოს გარდა, სევილიაში, პიზაში, მილანის ინტერსა და რომის ლაციოში უთამაშია. 

დიეგო მადრიდული კლუბის ჩაბარებამდე, არგენტინულ გუნდებს: რასინგს, ესტუდიანტესს, რივერ პლეიტსა და სან-ლორენსოს წვრთნიდა. სიმეონე ცოტა ხნით იტალიურ კატანიაშიც მუშაობდა.

მანამდე იყო დიეგო სიმეონეს არგენტინის ეროვნულ გუნდში მთავარ მწვერთნელად მიწვევაზე საუბარი.

კომენტარები

ბოლო ამბები