Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო სანაკრებო პაუზის დროს ლონდონში ისვენებს
  • CR7 ინგლისის დედაქალაქში ჯეორჯინასთან და შვილთან ერთად იმყოფება

“ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ ცუდი ღვინო დალიო!” - იოჰან ვოლფგანგ ფონ გიოთე.

კრიშტიანო რონალდო რამდენიმედღიან შვებულებას ლონდონში ატარებს. იუვენტუსის 33 წლის ვარსკვლავი ინგლისის დედაქალაქში ჯეორჯინა როდრიგესთან და შვილთან, კრიშტიანო ჯუნიორთან ერთად იმყოფება.

გუშინ საღამოს, ოჯახი ლონდონის სამეფო ოპერის თეატრს ესტუმრა, მერე კი კრიშტიანოს რესტორან Zela Ibiza-ში ივახშმეს. მანამდე, რონალდომ, ჯეორჯინამ და კრიშტიანო ჯუნიორმა რესტორან Scott’s-ში შეიარეს, სადაც ორი ბოთლი ღვინო შეუკვეთეს - 31 000 ევროდ!

ეს ფოტო კრიშტიანოს რესტორან Zela Ibiza-შია გადაღებული

► ერთი ბოთლი Richebourg Grand Cru დაახლოებით 20 000 ევრო ღირს, ხოლო Pomerol Petrus კი (1982 წლის) - 9000 ფუნტი, რაც დაახლოებით 11 000 ევროა.

კრიშტიანომ და ჯეორჯინამ ბართან მხოლოდ 15 წუთი გაატარეს. როგორც ბრიტანული ტაბლოიდი “სანი” წერს, მეორე ბოთლი ბოლომდე არც დაულევიათ. თვითმხილველის თქმით, რესტორანში ყველა მათზე ლაპარაკობდა - განსაკუთრებით მას მერე, რაც 31 000 ევრო გადაიხადეს. თუმცა, კრიშტიანოსთვის ეს ხურდა ფულია.

სხვათა შორის, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მდიდრულ Bulgari Hotel-ში ცხოვრობს, სადაც ლუქს-ნომერი 10 000 ევრო ღირს. ერთი ღამე, რა თქმა უნდა...

კომენტარები

ბოლო ამბები