Thumbnail

მაიკ ფორდი: 'ამ ოცნებისთვის თავს გავწირავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეპეშაჟის მატჩებზე საუბრობს
  • გერმანული რაგბისა და მაიკ ფორდის ოცნება ზელანდიასთან თამაშია

გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე მოსახვედრად იბრძვის. გერმანელებმა რეპეშაჟის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგეს. მაიკ ფორდის ნაკრებმა ჰონგ კონგი 26:9 დაამარცხა.

გერმანიისა და ჰონგ კონგის გარდა, ჯგუფში კანადა და კენია ასპარეზობენ. კანადელებმა აფრიკულ ნაკრებს 65:19 მოუგეს. გერმანია 17 ნოემბერს კანადას შეხვდება, ხოლო 24 ნოემბერს კენიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაიკ ფორდმა მომავალ მეტოქეებსა და მსოფლიოს თასზე ისაუბრა.

მაიკ ფორდი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებს შეხვდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამ ოცნებისთვის თავს გავწირავთ. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბის ყველაზე მეტი გერმანელი ქომაგი დაესწრო, მაგრამ ამ ქვეყანაში ფეხბურთი ყველაზე პოპულარულია.

მსოფლიოს თასზე მოხვედრით ბევრი სპონსორი გამოჩნდება, ხუთწლიან გეგმას შევადგენთ და ვეცდებით, რომ ამ სპორტისადმი ინტერესი გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები