Thumbnail

რაგბი | 2021 წლის მსოფლიოს ქალთა შორის ზელანდია უმასპინძლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ახალმა ზელანდიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიგო
  • ზელანდიელების მთავარი მეტოქე ავსტრალია იყო

2021 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში ახალ ზელანდიაში ჩატარდება. ზელანდიელებმა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება პირველად მიიღეს. ქალთა შორის მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი და საფრანგეთი იბრძოდნენ. საბოლოოდ ორი კანდიდატი შეირჩა და ახალმა ზელანდიამ ავსტრალიას აჯობა.

ტურნირის ხანგრძლივობა 35-დღემდე გაიზარდა, მაგრამ გუნდების რაოდენობა არ შეცვლილა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ 12 ნაკრები იასპარეზებს. ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები