Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯისთან მოულოდნელად დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯისთან ოშიტაოშით დამარცხდა
  • გაგამარუ იროდორისთან დამარცხდა

ფუკუოკაში წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე, კუნძულ კიუშუს ბაშოზე მესამედი მიილია. მე-5 დღეს დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა, რომელთანაც აქამდე ორივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა. სამწუხაროდ, ამჯერად ქართველმა სუმოისტმა ოშიტაოშით წააგო. ლევან გორგაძეს კვლავ დადებითი ბალანსი აქვს - 3-2.

ბაშოს მე-6 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-4 მაეგაშირა შოდაია, რომელთანაც ლევან გორგაძე ურთიერთშეხვედრებში 5:6-ს აგებს. 

მაკუშიტას დივიზიონის პირველი ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-2 ნომერ იროდორის შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა სუკუინაგეს ილეთი გაატარა. გაგამარუს უარყოფითი ბალანსი აქვს - 1-2.

გაგამარუ ხვალ ბაშოზე ისვენებს, რადგან მე-2 დივიზიონის ქვემოთ ბაშო არა 15, არამედ, 7 ბრძოლიანია. 

ბაშო უკანასკნელმა იოკოძუნამაც დატოვა - კისენოსატოს ცუდი სტარტი ჰქონდა - 0:4, ამიტომ ის მოიხსნა ბაშოდან. დიდი ალბათობით, დიდ ჩემპიონს კარიერის დასრულება მოუწევს.

ჰოკუტოფუჯი V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მეხუთე რაუნდი

ჰოკუტოფუჯი V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მეხუთე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კიუშუ ბაშო. V დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტამავაში ⚫ კისენოსატო (უბრძოლველად)

⚪ ტოჩიოძანი  ⚫ ტაკაიასუ (სუკუინაგე)

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ ტოჩინოშინი (ოშიტაოში)

⚪ ნიშიკიგი ⚫ გოეიდო (კოტენაგე)

⚪ კაისეი ⚫ მიტაკეუმი (იორიკირი)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ იჩინოჯო (ოშიდაში)

კომენტარები

ბოლო ამბები