Thumbnail

FIFA 19 | მხოლოდ ნეიმარი?! სად არიან დანარჩენი ბრაზილიელები

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • FIFA 19-ში ბრაზილიის ნაკრებში ყალბი მოთამაშეები თამაშობენ
  • ერთადერთი ნაცნობი სახე - ნეიმარია

EA SPORTS-ის პოპულარულ საფეხბურთო სიმულაცია FIFA 19-ში ბრაზილიის ნაკრების არჩევისას, მხოლოდ ერთი მოთამაშის სახელი იქნება თქვენთვის ნაცნობი.

მიზეზი მარტივია - EA-ს ყოველწლიურად უწევს შესაბამის ფედერაციებთან ლიცენზიების განახლება. აღნიშნული წესით პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა წელს მათსა და ბრაზილიის საფეხბურთო ასოციაციას შორის შეთანხმება არ შედგა.

ასევე დაგაინტერესებს:
FIFA 19 | არსებობს 'სკრიპტინგი' თუ უბრალოდ შენ თამაშობ ცუდად?

თამაშში ვერ ვიხილავთ ბრაზილიის ჩემპიონატის ვერც ერთ მოთამაშეს და მამაკაცთა და ქალთა რეალურ ეროვნულ ნაკრებებს. ბრაზილიის ნაკრები სავსეა ყალბი და არარსებული მოთამაშეებით. მათ ვერც სახელით და ვერც გარეგნობით ვერავის ვერ მიამსგავსებთ, ამასთან, მათი მონაცემებიც პირობითადაა არჩეული.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია - ნეიმარია. ამას, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზეზი აქვს - სწორედ ბრაზილიელი თავდამსხმელია FIFA 19-ის ყდაზე და მას EA-სთან სპეციალური კონტრაქტი აკავშირებს.

FUT-ში იხილავთ ლეგენდარულ ბრაზილიელებსაც, მაგალითად რონალდოს, მაგრამ ისინი თამაშის მხოლოდ ამ რეჟიმში არიან ხელმისაწვდომნი.

ბრაზილიის გარდა, თამაშში არ არის ხორვატიისა და ურუგვაის რეალური ნაკრები გუნდები. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელები კლუბებში ჩვეულებრივ 'თამაშობენ'. მაგალითად, თუ ლივერპულს აირჩევთ, თავდასხმაში აუცილებლად გეყოლებათ ფირმინიო.

კომენტარები

ბოლო ამბები