Thumbnail

გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველმა ოქრო 30 წამში მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გელა ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონია
  • რამაზ ზოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბუქარესტში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, გელა ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიგო. ქართველმა მოჭიდავემ 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რუმინელ მეტოქეს, ნიკუ სამუელ ოჯოგს სძლია. ქართველი 3:0-ს აგებდა, მაგრამ 30 წამით ადრე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

    რამაზ ზოიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 72 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში რამაზ ზოიძე ფინალში თურქ ჯენგიზ არსლანთან გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა.

    საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე სამი ოქროს მედალი აქვს: ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე გახდნენ.

     

    კომენტარები

    ბოლო ამბები