Thumbnail

ATP-ის ფინალი | ჯოკოვიჩმა ზვერევს შანსი არ დაუტოვა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა შემაჯამებელ ტურნირზე მეორე მატჩიც უპრობლემოდ მოიგო
  • სერბმა ალექსანდერ ზვერევი ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრაც ადვილად მოიგო. სერბმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ადვილად, ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა და ჯგუფში ორი მოგებით ლიდერობს. ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა ფაქტობრივად გაინაღდა ნახევარფინალში თამაში - პირველი მატჩი მას ჯონ ისნერთან ასევე ორ სეტში აქვს მოგებული.

ზვერევი დიდი სლემის ტურნირების 14-გზის გამარჯვებულს მესამედ შეხვდა და მეორედ დამარცხდა. 2017 წელს მან ნოლეს რომის მასტერსის ფინალი მოუგო, ბოლოს კი, შანხაის ტურნირის ნახევარფინალში ასევე უშანსოდ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები