Thumbnail

ვიდალი ბარსელონაში უბედურია - იუვენტუსი ჩილელის დაბრუნებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 31 წლის ჩილელს კატალონიურ კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს
  • ტურინში ვიდალი ემრე ჯანის ადგილზე სჭირდებათ, რომელსაც პრობლემები აქვს 

ტურინის იუვენტუსი არტურო ვიდალის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც ამჟამად ბარსელონას ღირსებას იცავს. 31 წლის ჩილელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს, მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ამ დრომდე არ აქვს.

როგორც Сorriere dello Sport იუწყება, შესაძლოა ტურინულმა კლუბმა ვიდალი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიბრუნოს და ამით ნახევარდაცვაში ემრე ჯანის დანაკლისი შეივსოს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

მანამდე ჩილელი ფეხბურთელი ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ბარსელონაში მისი მდგომარეობისა და მცირე სათამაშო დროს გამო. არტურომ ბარსელონას მაისურით მიმდინარე სეზონში სრული მატჩი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა, ისიც, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში. ლა ლიგაში კი ჩილელი ბარსას ძირითად შემადგენლობაში სულ ორჯერ მოხვდა.

არტურო ვიდალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით გატანილი ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

ჩილელი ნახევარმცველი ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და ჯამში 124 მატჩში 25 გოლი გაიტანა. არტურო გუნდთან ერთად სერია A-ს გამარჯვებული ზედიზედ ოთხჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის თასს (2014/15) დაეუფლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები