Thumbnail

'მაინც ამაყი მივდივარ' - ხვალ უეინ რუნის ნაკრებიდან გააცილებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 15 ნოემბერი |  00:00 |  ინგლისი V აშშ
  • პარასკევს უეინ რუნის ნაკრებიდან გააცილებენ

15 ნოემბერს, ინგლისის ნაკრები უემბლიზე აშშ-ის უმასპინძლებს. ამხანაგური მატჩისთვის გარეტ საუთგეიტმა ნაკრებში უეინ რუნი დააბრუნა და განაცხადა, რომ ამ სიმბოლური ჟესტით და 120-ე სანაკრებო კეპით, ლეგენდარულ ფორვარდს ნაკრები მადლობას გადაუხდის.

საუთგეიტის ეს ინიციატივა, ბევრმა გააკრიტიკა, რადგან ე.წ. გაცილების მატჩები ინგლისის ნაკრების თითქმის 2 საუკუნოვან ისტორიაში დამკვდირებული ნორმა არ არის. საუთგეიტმა ასეთი ჟესტი გერმანიასთან მატჩის დროს ნახა, როდესაც ლუკაშ პოდოლსკის მსგავსი პატივი ხვდა წილად.

"არ მესმის კრიტიკა რამ გამოიწვია?" ამბობდა საუთგეიტი. "ამ კაცმა ერვონული გუნდის ფორმით სარეკორდო 53 გოლი გაიტანა და ტაშით გაცილებასაც არ იმსახურებს?" ცნობილია, რომ რუნი ტრადიციული 10 ნომრიანი მაისურით არ ითამაშებს და მინდორზე არც კაპიტნის სამკლავურით ვიხილავთ. ვეტერანი ფორვარდი მატჩში მეორე ტაიმში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

"მგონი საინტერესო ტრადიციას ეყრება საფუძველი..." ამბობს რუნი. "მომავალში, 10 და 15 წლის შემდეგ სხვა მოთამაშეებსაც თუ ასე გააცილებენ კარგი იქნება, მაგალითად ჰარი კეინს, რომელმაც შესაძლოა ჩემი რეკორდიც კი მოხსნას."

"იყო კარგი მატჩებიც და იყო ცუდი მატჩებიც - ასეთია ჩემი სანაკრებო ისტორია. მაგრამ მაინც ამაყი მივდივარ - 120 მატჩით და სარეკორდი 53 გოლით!"

რუნი ინგლისის ნაკრებში 2003-2016 წლებში თამშობდა. ფართო მასებმა ევერტონის ახალგაზრდა ფორვარდი ევრო 2004-ის პერიოდში გაიცნო, სადაც რუნი შვეიცარიასთან დუბლით ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

თუმცა მასშემდეგ წარმოშობით ირლანდიელს, ნაკრებში დიდი ტურნირი კარგად არ უთამაშია. 2006 და 2010 წლის მუნდიალებზე ნახევარად ტრამვირებული გაემგზავრა და საშინელი ტურნირები ჩაატარა; ევრო 2012-ის პირველი ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და შემდეგ გუნდთან შეთამაშება ვეღარ მოასწრო. წარუმატებელი აღმოჩნდა ასევე 2014 წლის მუნდიალი და ევრო 2016, სადაც უკვე ვეტრანი რუნი ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

ინგლისი ნაკრების შემადგენლობა (აშშ, ხორვატია)

მეკარეები: ბეტინელი, ბატლანდი, პიკფორდი, მაკარტი

მცველები: ალექსანდრ-არნოლდი, შოუ, დანკი, სტოუნსი, გომესი, კინი, ტრიპი, უოკერი, ჩილველი

ნახევარმცველები: ბარკლი, ალი, დაიერი, ჰენდერსონი, ლინგარდი, ლოფტუს-ჩიკი, უინკსი

თავდამსხმელები: კეინი, რაშფორდი, სანჩო, სტერლინგი, უილსონი, რუნი

აღსანიშნავია, რომ ბორნმუთის 26 წლის ფორვარდი - კალუმ უილსონი ეროვნულ გუნდში პირველადაა გამოძახებული.

კომენტარები

ბოლო ამბები