Thumbnail

10 წლის წინ რეალს კოუტინიოს ყიდვა 85-ჯერ იაფად შეეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთელი შეიძინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2008 წელს რეალს კოუტინიოს შეძენა 2 მილიონ ევროდ შეეძლო.
  • ახლა ბარსა მასში 170 მილიონ ევროს იხდის.
  • იცით, ვინ არჩია კოუტინიოს რეალმა? ალიპიო...

ახლა, როცა ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანფერი ბარსელონაში ისევ გააქტიურდა, "მარკამ" ერთი ისტორია გაიხსენა...

ლივერპულის ფილიპე კოუტინიო შესაძლოა, მალე გახდეს ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნეიმარის შემდეგ. მაგრამ შესაძლოა, ეს არც მომხდარიყო 2008 წელს რეალს ჭკვიანურად რომ ემოქმედა.

10 წლის წინ რამონ კალდერონმა ხელიდან გაუშვა მისი შეძენის შესანიშნავი შანსი. 

კოუტინიოს ნაცვლად რეალის ტექნიკურმა დირექტორმა მიგელ ანხელ პორტუგალმა ალიპიოს შეძენა გადაწყვიტა. პორტუგალი ახლა ინდოეთში მუშაობს, მან ალიპიოს სანაცვლოდ 2,5 მილიონი გადაიხადა.

"კლუბი კოუტინიოზე მეტად ალიპიოს შეძენით არის დაინტერესებული", განაცხადა მაშინ პორტუგალმა და სიტყვა საქმედ აქცია. 

კოუტინიო ვასკო და გამას მაისურით

სანაცვლოდ, 16 წლის ბრაზილიელი ინტერმა შეიძინა და მასში 2 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ახლა საოცრად ჟღერს, რადგან კოუტინიოს ფასი 170 მილიონი ევროა, 85-ჯერ ძვირი!

მაშინ ალიპიო გაცილებით უფრო იმედისმომცემ ვარსკვლავად ითვლებოდა.

კოუტინიომ 5 წელი გაატარა ინტერის ფეხბურთელის რანგში, იყო იჯარა ესპანიოლში. მერსისაიდზე გადასვლამ ყველაფერი შეცვალა. 

ალიპიოს შემთხვევაში, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, მას ერთი არაფრით გამორჩეული კარიერა გამოუვიდა. რიუ ავეს მერე იყო ბენფიკა, იქიდან იჯარა ამერიკაში და ალ შარჯაში. 

ამ გუნდებს მოჰყვა ომონია, აპოლონი, ვიტორია, ატლეტიკო გოიანიენსე... ახლა ალიპიო ვილა ნოვაში თამაშობს ტომბენსედან იჯარით. "ტრანსფერმარკტი" მას 750 ათას ევროდ აფასებს. 

ახლა, წლების მერე პორტუგალმა სიმართლე თქვა, თურმე მისი ბრალი სულაც არ ყოფილა ეს სატრანსფერო შეცდომა:

"კოუტინიო უკვე გამოჩნდა ვასკო და გამაში, კლუბი მას აკვირდებოდა. ყველაფერი ამ ტრანსფერის აუცილებლობაზე მიუთითებდა და ასე აღმოვჩნდი რიო დე ჟანეიროში, დაველაპარაკე მის მშობლებს, ვნახე როგორ ვარჯიშობდა. ჩამოვედი იმედით და რამონ კალდერონმა დამახვედრა ამბავი - ჩვენ უკვე ავიყვანეთ ალიპიო, რომელიც რიუ ავეში თამაშობდა და შესანიშნავი მონაცემებიც აქვსო. მე ეს ინფორმაცია უბრალოდ უნდა გამეჟღერებინა. დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა". 

► კოუტინიო გაიფიცა, ბარსას ის 133 მილიონი ფუნტი დაუჯდება

კომენტარები

ბოლო ამბები