Thumbnail
  • მარადონამ რეალისა და არგენტინის ნაკრების დამრიგებლებზე ისაუბრა
  • დიეგოს საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო მიაჩნია

დიეგო მარადონამ, რომელიც მექსიკურ დორადოსს წვრთნის, განაცხადა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთში. “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში არგენტინელმა ჟოზე მოურინიოზეც ისაუბრა და აღნიშნა, მისგან ბევრ რამეს ისწავლიდა. დიეგო მადრიდის რეალში სანტიაგო სოლარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასაც გამოეხმაურა.

“ესპანეთში მუშაობა ძალიან მინდა, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროექტი უნდა იყოს. ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო. ვფიქრობ, იდეალური იქნებოდა, რომ მანჩესტერში ჩავიდე და ჟოზე მოურინიოს რაღაცები გამოვკითხო. ჟოზეს იმიტომ ვირჩევ, რომ ის ულაპარაკოდ საუკეთესო მწვრთნელია,” - განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედში დიდი ხანია, პრობლემები აქვს. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი, 12 ტურის შემდეგ მე-8 ადგილზეა და ლიდერ სიტის 12 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება სოლარის…

ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დიეგოს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებენ ლიონელ სკალონისა და რეალში დანიშნულ სანტიაგო სოლარიზეც ჰკითხეს. მარადონა: “ჩემი აზრით, სოლარის და სკალონის თავიანთ გუნდებში სათანადო მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ რაკი დანიშნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალის და არგენტინული ფეხბურთის შეფები მხარს უჭერენ. მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ არც სოლარის დატოვებენ დიდხანს რეალის მწვრთნელად და არც სკალონის არგენტინის ნაკრების დამრიგებლად.”

კომენტარები

ბოლო ამბები