Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორაში სრული შემადგენლობით შეიკრიბა
  • ნაკრებს ბოლოს კვერკველია, კანკავა და კვეკვესკირი შეუერთდნენ
  • ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების მიზანს ახმიანებს 

 საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მომავალი მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით - 23 ფეხბურთელით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძშღვანელობით გუნდმა ანდორაში, ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე წვრთნა სრული შემადგენლობით ჩაატარა. 

საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელ სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია. 

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად ივარჯიშეს საბა კვერკველიამ, ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების სრული დატვირთვით ემზადება.

26 წლის კვეკვესკირი ეროვნული გუნდის მაისურს მე-20 მატჩში მოირგებს
ფოტოები: GFF.GE-დან

ანდორაში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა, რომესაც სფფ-ის პრესსამსახური აქვეყნებს:

ნიკა კვეკვესკირი: "პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე - რეიტინგი გავიუმჯობესოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი.

ჩვენი სურვილია, რომ უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ".

ვლადიმირ ვაისის გუნდი დღეს უკვე ანდორა-საქართველოს მატჩის მასპინძელ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე ივარჯიშებს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ნაკრებმა წელს ჯამში 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო

საქართველოს ნაკრები მომავალი მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბო), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).

უეფას ერთა ლიგა. D დივიზიონი. 1-ელი ჯგუფი

15 ნოემბერი
23:45 ანდორა - საქართველო (თბილისის დროით)
19:00 ყაზახეთი - ლატვია

19 ნოემბერი
21:00 საქართველო - ყაზახეთი
21:00 ანდორა - ლატვია

კომენტარები

ბოლო ამბები