Thumbnail

მარკა: რეალს ახალი მეკარე ჰყავს - კეპამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესპანური მედია ამტკიცებს, რომ 23 წლის კეპა არიზაბალაგამ რეალში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
  • რეალი მეკარეში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
  • ჯერ უცნობია ბილბაოს ატლეტიკის რეაქცია.

"მარკა" ირწმუნება, რომ შეგვიძლია რეალს მივულოცოთ - "სამეფო კლუბს" ახალი მეკარე ჰყავს, ბასკი კეპა არიზაბალაგამ მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ეს ინფორმაცია პირველად OK-იმ გაავრცელა, შემდეგ "მარკამ" დაადასტურა. ბილბაოს გოლკიპერმა ხუთშაბათს მადრიდულ კლუბში სრული სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს იგი ტრავმირებული იყო. 

ბილბაომ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახალგაზრდა მეკარეს კონტრაქტი 6 თვეში გასდის, ასე რომ, ეს საჭიროც არ არის - "სამეფო კლუბი" მის გამოსასყიდ თანხას, 20 მილიონ ევროს გადაიხდის და კეპა იანვარშივე გახდება რეალის" ფეხბურთელი.

პერსპექტივაში 23 წლის მეკარე "სამეფო კლუბის" ნომერ პირველ გოლკიპერად მოაზრება, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი უკვე ახლავე გაუწევს კონკურენციას კეილორ ნავასს. 

კომენტარები

ბოლო ამბები