Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა ბრაზილიელი კაისეიც დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა კაისეი იორიკირით დაამარცხა
  • გაგამარუ დღეს ისვენებდა

კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი ბაშო მიმდინარეობს. ტურნირის მე-4 დღეს დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბრაზილიელ კომუსუბი კაისეის შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა იორიკის ილეთით გაიმარჯვა. ტოჩინოშინს 3-1 ბალანსი აქვს.

ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯია, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს იგებს. წლეულს ტოჩინოშინი პირველად ხვდება ჰოკუტოფუჯის.

მაკუშიტას დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დღეს ისვენებდა, მას 1-1 ბალანსი აქვს.

კიუშუ ბაშო. IV დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტოჩიოძანი ⚫ კისენოსატო (სუკუინაგე)

⚪ გოეიდო ⚫ ტამავაში (ჰატაკიკომი)

⚪ ტაკაიასუ ⚫ ნიშიკიგი (ჰატაკიკომი)

⚪ ტოჩინოშინი ⚫ კაისეი (იორიკირი)

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ იჩინოჯო (იორიკირი)

⚪ მიოგირიუ ⚫ მიტაკეუმი (იორიკირი)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ შოდაი (ოშიდაში)

კაისეი V ტოჩინოშინი - კიუშო ბაშოს მეოთხე რაუნდი

კაისეი V ტოჩინოშინი - კიუშო ბაშოს მეოთხე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები