- ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა
- ზვიად პატარიძემ კიდევ ერთხელ მოიგო ტიტული
ბუქარესტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, მეორე დღეს კვლავ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!
პირველი დღიდან ფინალურ ბლოკში სამი მოჭიდავე გადმოვიდა - ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130) ფინალში ჭიდაობდნენ, ხოლო ბაკურ გოგოლი (77) რეპეშაჟში გავიდა.
გოგოლმა მალევე დაასრულა ასპარეზობა, რუს ისმაილ საიდხასანოვთან წააგო - 1:6.

ნუგზარ წურწუმია რუს ვიტალი კაბალოევს ხვდებოდა. ქართველმა რუსი 3:2 დაამარცხა და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
წურწუმია V კაბალოევი
130 კილოში ფინალურ დაპირისპირებაში ზვიად პატარიძე თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდა. თავიდან თურქი დაწინაურდა, თუმცა პატარიძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო - 6:5. ამით პატარიძემ ასაკობრივ ნაკრებებში მსოფლიოს ტიტულებს მორიგი შემატა.
კომენტარები