Thumbnail

ტრაგედია პერუში - ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ხრამში გადავარდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ავტობუსი ხრამში დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა
  • 7 მოზარდი დაიღუპა, 11-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო

პერუში ტრაგედია დატრიალდა. ავტობუსი, რომლითაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდი მგზავრობდა, გზიდან გადავიდა და დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლიდან, ხრამში გადავარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

უბედური შემთხვევა პერუს ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჩაჩაპოას სიახლოვეს მოხდა. ბავშვთა გუნდი ავტობუსით რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ფეხბურთელი დაიღუპა, კიდევ 11-მა მოზარდმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

პერუს პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. განიხილება ორი ვერსია: მძღოლის შეცდომა და ავტობუსის გაუმართაობა.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, რომელმაც პერუს ფეხბურთის ფედერაციაში შესაბამისი წერილი გააგზავნა.

კომენტარები

ბოლო ამბები