Thumbnail

რამაზ ზოიძე და გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რამაზ ზოიძე და გელა ბოლქვაძე ხვალ ფინალში იჭიდავებენ
  • კიდევ ორი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. 

ბუქარესტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, მეორე დღეს კვლავ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. 

ფინალში რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82) გავიდნენ, ხოლო გიორგი მელია (97) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, დავით ჩხარტიშვილი კი (60) რეპეშაჟში გავიდა.

დღეს ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო. 60 კილოში დავით ჩხარტიშვილმა ჯერ იტალიელი ჯაკოპო სანდრონი დაამარცხა - 9:2, შემდეგ ლიტველი იუსტას პეტრავიჩიუსი - 2:1. სამწუხაროდ, ჩვენებური მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა - 4:5. ხვალ ჩხარტიშვილი რეპეშაჟში იასპარეზებს, ის უზბეკი ბახრამოვისა და ყირგიზი ტეიშოვის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

67-ში ოთარ აბულაძე ესპანელ ალეხანდრო კონსეპსიონ კასტილიოს 2:2-ს დაუზავდა, თუმცა 2-ქულიანის წყალობით ქართველმა იმარჯვა. მეორე წრეში უნგრელ ოტო ლოსონჩისთან ქართველი ფალავანი 4:7 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

72-ში რამაზ ზოიძემ ზედიზედ 4 ორთაბრძოლა მოიგო - მან ჯერ ირანელ ალი რეიზოლაჰ არსალანს 12:4 მოუგო, შემდეგ კი უზბეკ არამ ვარდანიანსაც გაცდა - 11:6. მეოთხედფინალში ზოიძემ რუს ნარეკ ოგანიანს მოუგო - 4:3. ნახევარფინალში კი ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი დაამარცხა - 7:5. ხვალ ფინალში რამაზ ზოიძე თურქ ჯენგიზ არსლანს შეხვდება.

ზოიძე V კისიმეტოვი 

ბრწყინვალედ იჭიდავა გელა ბოლქვაძემაც (82). ქართველმა ჩინელ ჰაიტაო ქიანს 5:1 მოუგო, ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი - 1:1. ნახევარფინალში ბოლქვაძემ კიდევ ერთი აზიელი, იაპონელი ტაკაჰირო ცურუდა დაამარცხა - 5:1. ფინალში ქართველი ფალავანი რუმინელ ნიკუ სამუელ ოჯოგს შეხვდება. 

ბოლქვაძე V ცურუდა

97 კილო წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ ყაზახ ოლღაზ სირლიბაის მოუგო - 3:2. დაძაბული გამოდგა შეხვედრა ლიტველ რომას ფრიდრიკასთანაც - 7:6. მეოთხედფინალში ქართველმა ძალიან იოლად დაამარცხა გერმანელი იან ცირნი - 9:0. სამწუხაროდ, რუს ალექსანდ გოლოვინთან ქართველს შანსი არ ჰქონია - 0:9. ხვალ მელია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები