Thumbnail

მილანური დერბის მოტივები თბილისის საკრებულოს სხდომაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფეხბურთი და პოლიტიკა
  • მილანური დერბი თბილისის საკრებულოს სხდომაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მილანური დერბის მოტივებმა გაიჟღერა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე მილანის ინტერის შავ-ლურჯი მაისურა მიიტანა და განაცხადა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ისევეა დაპირისპირებული დედაქალაქელებთან, როგორც მილანი - ინტერთან.

ხაბეიშვილმა მაისური ქართული ოცნების წევრებს გადასცა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

"მინდა დედაქალაქის მერს მისსავე ენაზე დაველაპარაკო. ეს არის ინტერის ფორმა. მილანი და ინტერი არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც ინტერის ფეხბურთელებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არა და, აქ დაგიტოვებთ. მილანის ინტერის ფეხბურთელები არ არიან თბილისელები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კახა კალაძე მილანის ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა. საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველსა და კაპიტანს "როსონერიში" ჩატარებულ 194 მატჩი 12 გოლი აქვს გატანილი.

კახა კალაძის გოლი მილანურ დერბიში 2006 წელს

კომენტარები

ბოლო ამბები