Thumbnail
  • რეალის ნახევარმცველი ინტერნეტ-პორტალმა Goal.com-მაც გამოარჩია
  • 33 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა წელს კიდევ ერთი ჯილდო მოიგო
  • მსოფლიოს 2018 წლის 50 საუკეთესო ფეხბურთელი 

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჯილდო Goal 50 მიიღო, რომელსაც ცნობილი საფეხბურთო ინტერნეტ-პორტალი Goal.com ანიჭებს. 33 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა ამ წარმატებით, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ჰეგემონია დაამხო, რომლებიც პრიზსს 2011 წლიდან მოყოლებული, უცვლელად იღებდნენ.

შარშანდელი გამარჯვებულმა კრიშტიანრო რონალდომ ამჯერად მეორე ადგილი დაიკავა, სამეულში კი ლივერპულის ეგვიპტელი ლეგიონერი მოჰამედ სალაჰი მოხვდა. მეოთხე ადგილზე პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპეა, ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავი კი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

Goal 50 - ყოველწლიური ჯილდოა. გამოცემა მსოფლიოს საუკეთესო 50 ფეხბურთელს გასული 12 თვის განმავლობაში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ნაჩვენები შედეგებით ავლენს.

ლუკამ ჩემპიონთა ლიგის თასი წელს მეოთხედ აღმართა

ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხორვატიის ეროვნულ გუნდში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხორვატი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ (მსოფლიოში) და უეფამ (ევროპაში) უკვე დაასახელეს. ამასთან, მოდრიჩი France Football-ის "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ნომინანტია.

Goal 50-ის საუკეთესო ათეული

1. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატიის ნაკრები)
2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, პორტუგალიის ნაკრები)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტის ნაკრები)
4. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთის ნაკრები)
5. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინის ნაკრები)
6. კევინ დე ბრუინი (სიტი, ბელგიის ნაკრები)
7. რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთის ნაკრები)
8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისის ნაკრები)
9. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთის ნაკრები)
10. მარსელო (რეალი, ბრაზილიის ნაკრები). 

იხილეთ სრული სია

კომენტარები

ბოლო ამბები