Thumbnail

'მსოფლიოში საუკეთესო ვერ იქნები, თუ ჯერ ქალაქში არ ხარ' - ამბობს ნიკი ბატი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნიკი ბატი მანჩესტერ სიტისთან კონკურენციის შესახებ
  • იუნაიტედის ლეგენდა ბოლო დერბის გამოეხმაურა...

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა და აკადემიის დირექტორი - ნიკი ბატი აცხადებს, რომ კლუბმა 'ქვეყნის საუკეთესო კლუბის' სტატუსის დაბრუნებამდე, ჯერ 'ქალაქის საუკეთესო კლუბის' წოდება უნდა დაიბრუნოს.

"სიტის უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, უკეთესი გუნდია, რაც ბოლო მატჩშიც გამოჩნდა, ხელები უნდა ავიწოთ და ვიაღაროთ ეს." ამბობს აკადემიის ხელმძღვანელი, რომელსაც კლუბთან ერთად 1992-2004 წლებში 6 პრემიერლიგა, 3 ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

1992 წლის აკადემიის გამოშვება ბატი, ცდილობას გუნდის ახალგაზრდული სისტემა რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ გაიაროს, თუმცა 43 წლის ვეტერანი ქალაქში სიტის იმიჯის ზრდით აღფრთოვანებულია.

"მახსოვს როდესაც აღმოსავლეთ მანჩესტერში დიდი ფართობის მიწები იყიდეს, სადაც თავისი დიდი საწვრთნელი კომპლექსი უნდა აეშენებინათ - პატარა სიტის ქალაქი, ქლაქში. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არ ფიქრობ მსგავსი სახის კონკურენციაზე, მაგრამ შედეგი სახზე გვაქვს - სიტი იზრდება."

სხვა ამბები იუნაიტედიდან 

კლუბი ანტონიო ვალენსიასთან და ეშლი იანგთან, დამატებით 1 წლიანი კონტრაქტების გაფორმებას აპირებს. ორივე მოთამაშე, 33 წლისაა და წელს ორივე კაპიტნობდა იუნაიტედის - განაპირა მცველის პოზიციიდან.

ანტონიო ვალენსია ოლდ ტრაფორდზე 2009 წელს, უიგანიდან გადავიდა, ხოლო ასტონ ვილას ყოფილი ვარსკვლავი ეშლი იანგი კლუბს 2011 წელს შეუერთდა. ჟოზე მოურინიოს სურვილი აქვს, რომ ორივე ვეტერანი გუნდში დარჩეს.

კომენტარები

ბოლო ამბები